გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ზალიკო უდუმაშვილი თბილისში, ავჭალაში, ბატიაშვილების ოჯახში იმყოფებოდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი თბილისში, ავჭალაში, ბატიაშვილების ოჯახში იმყოფებოდა.

8-სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც ხერხემლისა და კუჭნაწლავის პრობლემების მქონე არჩილ ბატიაშვილს წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნის.

ოჯახის უფროსმა მისი ზუსტი დიაგნოზიც არ იცის, რადგან უსახსრობის გამო საავადმყოფოები გამოკვლევებსა და შემდგომ მკურნალობაზე უარს ეუბნებიან, სახელმწიფოსგან კი ვერანაირ სამედიცინო საშეღავათო პირობებს და დახმარებას ვერ იღებს.