გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ხელისუფლება აგრძელებს ძალადობას ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინააღმდეგ

დღეს უკანონოდ დააკავეს ჩვენი ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და 2 აქტივისტი - ალეკო ადამია და მიხეილ ლუხავა, რომლებიც დაკავებულ იქნენ სრულიად უსაფუძვლოდ, დაკავების ოქმის შედგენის და უფლებების განმარტების გარეშე. ასევე, დაკავებულებს რამდენიმე საათის მანძილზე არ მიეცათ ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა. დაკავებული აქტივისტები გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე სენაკში, სადაც, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არცერთ მათგანს არ დაუდგინდა. ჩვენი აქტივისტები უკვე 12 საათის განმავლობაში იმყოფებიან პოლიციის შენობაში. მათთან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფება ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ბასილაია. ეს ძალადობა ძალიან მალე დასრულდება. 8 ოქტომბერს ქართული ოცნება აუცილებლად დამარცხდება, ქვეყანა კი გააგრძელებს წინსვლას ძალადობის და დაპირისპირების გარეშე. #ერთადგავიმარჯვებთ #8ოქტომბერი #ახალიენერგიით #ახალიენმ