გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ვანო მერაბიშვილის შეფასება

ვანო მერაბიშვილი: "დარწმუნებული ვარ, რომ მე არ მომიწევს ამ ფუნქციის შესრულება, მაგრამ თუ ეს დასჭირდა ქალაქს, თუ ეს დასჭირდა დემოკრატიას მე ამას, რა თქმა უნდა, გავაკეთებ. ვთვლი, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ბრალის წაყენება ეს არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ ჩაშალოს 19 აპრილის აქცია და გადაწყვიტა, ასე სათითაოდ თუ ჯგუფურად დააკავოს ყველა ის ადამიანი, ვინც იქნება მოთავე ამ აქციის. მას შეუძლია, რა თქმა უნდა, რომ მეც, ჩვენი სხვა მეგობრებიც დააპატიმროს. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, თითქმის ყველა კანონიერი ქურდი გამოუშვა ციხიდან, ქართულ ციხეებში მაინც არ არის იმდენი ადგილი, რომ ყველა პატრიოტი დააპატიმროს იმიტომ, რომ არ მივიდეს ხალხი 19 აპრილს, 16:00 საათზე მიტინგზე".