გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

თინა ბოკუჩავას კითხვა კობა გვენეტაძეს

გასაგებია, რომ ფორმალურად ხანდაზმულობის ვადა არ იყო ამოწურული და შესაბამისად მონიტორინგის სამსახურს უფლება ჰქონდა, რომ 10 წლის შემდეგაც ჩატარებულიყო შემოწმება. თუმცა რატომ 10 წლის შემდეგ და დაასახელეთ აბსოლუტურად ყველა სხვა შემთხვევა, როდესაც ეროვნული ბანკის მონიტორინგის სამსახურმა სწორედ 10 წლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მსგავსი ტიპის შემოწმება ჩაეტარებინა, ეს თითოეული პრეცედენტი გააცანით საზოგადოებას.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გადაყენებული იყვნენ თანამდებებიდან სწორედ ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, თუმცაღა გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მხოლოდ გააფრთხილეს. თუ მართლაც ფულის გათეთრებასთან გვქონდა საქმე, გენერალური დირექტორიც ხომ ჩართული იქნებოდა ამ ფულის გათეთრების სქემაში, რატომ აქვს ბუცხრიკიძეს ინდულგენცია და რის ფასად მოხდა ეს?

ბატონო კობა პირადად თქვენც სარგებლობთ გარკვეული ინდულგენციით, რადგან კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ გააკეთა კონკრეტული განცხადება, სადაც ზეწოლაში დაგადანაშაულათ, დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით? ჩვენ რამდენადაც ვიცით ამ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია და არ დაუკითხიხართ, შესაძლოა ეს საჯაროდ არ მოხდა ამიტომ თქვენი პასუხი მნიშვნელოვანია.