გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

თინა ბოკუჩავას გამოსვლა

დიახ, ლევან მურუსიძე შეისისხლხორცეთ, უფრო სწორედ თქვენ კი არა ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ, რომ ის ყველაზე ბინძური საქმეებისთვის სჭირდება. მას მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი და ამ კლანის მორჩილებაში მყოფი სასამართლო სჭირდება, მათ შორის იმისთვის, მაგალითად, "გაუპრავოს" მოპარული არჩევნები, როგორც საპრეზიდენტო არჩვენების დროს მოხდა. მათ შორის იმისთვის, რომ დამოუკიდებელ ტელევიზიას თავს დაესხას. ბიძინა ივანიშვილს თქვენ არ გაახსენდებით, დამიჯერეთ, როდესაც გადამწყვეტი მომენტი მოვა. ამიტომ ქვეყანაზე, თქვენი შვილების მომავალზე იფიქრეთ. დღეს, როდესაც ჯგუფურ ჩატში მწვანე ვაშლს მიიღებთ, ცოტა უფრო მაღლა დადექით.