გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ოჯახებს. სოლომონ წიკლაური, არჩილ ჩოხელი და კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას შეეწირნენ. თითოეული ჩვენგანის ვალია სათანადო პატივი მივაგოთ დაღუპული სამართალდამცავების ხსოვნას. ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწვეტილება, პირველ სექტემბერს დაგეგმილი წინასაარჩევნო ყრილობა ერთი კვირით გადადოს. ამდენად, ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, ნაცვლად პირველი სექტემბრისა 8 სექტემბერს გაიმართება. გაიგე მეტი: http://www.UNM.ge