გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

შეხვედრა თელავში კამპანიის ''მილიონი ხელმოწერა'' ფარგლებში

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, მილიონი ხელმოწერის კამპანიის ფარგლებში, ოპოზიციური პარტიების ლიდერები გრიგოლ ვაშაძე, მურმან დუმბაძე და დავით ბერძენიშვილი თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მოქალაქეებს შეხვდნენ. მათი განცხადებით, მრავალპარტიული ხელისუფლება სიღარიბის, კორუფციის, კრიმინალის დაძლევის წინაპირობაა, რადგან პარტიები აკონტროლებენ ერთმანეთს. არსებული ერთპარტიული მმართველობის პირობებში, ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ პირად ინტერესებზეა ორიენტირებული და არ ფიქრობს მოქალაქეების საჭიროებებზე.