გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

შეხვედრა გორში კამპანიის ''მილიონი ხელმოწერა'' ფარგლებში

პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, საკუთარი პოზიციები გააცნეს. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, არჩევნებში მონაწილეობისთვის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა და ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს მორჩილი მაჟორიტარებით, გაყალბებებითა და საკუთარი მოქალაქეების უგულებელყოფით გამარჯვების მოპოვება.