გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სატელევიზიო დებატები ოპონენტებთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სატელევიზიო დებატებში ძირითადი პოლიტიკური ძალების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებსა და საპარლამენტო სიის პირველ ნომრებს იწვევს. ჩვენი მიზანია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვება. ამ მხრივ, ცხადია, სატელევიზიო დებატებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენი ორივე პოლიტიკური ლიდერი - ბატონი ვანო მერაბიშვილი და ბატონი დავით ბაქრაძე - სრულ მზაობას გამოთქვამს პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად. ვიმედოვნებთ, ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, დადებითად გამოეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინადადებას.