გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

საყვარელიძე დაკითხვაზეა დაბარებული

დავით საყვარელიძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში დღეს, 7 მარტს, 15:00 საათზეა დაბარებული. იგი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი მის დაკითხვაზე დაბარებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მცდელობას უკავშირებს. მისი თქმით, ყოველივე ამის მიუხედავად, იგი პატივს სცემს იმ უწყებას, სადაც თავად უმუშავია - იმ გამომძიებლებსა და პროკურორებს, რომლებსაც "აწვალებენ და ასეთ სისულელეებს აკეთებინებენ", სწორედ ამიტომ, მზადაა, არასასესიო საათებში გამოძიების კითხვებს პარლამენტში უპასუხოს.