გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება

რაც შეეხება უმცირესობის საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, აკაკი მინაშვილის განცხადებით: „საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში, გვექნება 3 ფრაქცია - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც გააჩნია ოპოზიციას იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია გაახმოვანოს პარლამენტში და დაიცვას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები. ბუნებრივია, იმ საკითხებში, რომლებშიც ჩავთვლით, რომ მმართველი ძალა არის ქმედითი და აკეთებს იმას, რაც შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს, მხარს დავუჭერთ, თუმცა თუ ჩავთვლით, რომ მათი მიდგომა არასწორია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში, ჩვენ გვექნება აქტიური ოპონირება ყველა დონეზე როგორც სესიების, ისე კომიტეტების". გაიგე მეტი: http://www.UNM.ge