გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სანდრა რულოვსმა ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები მოინახულა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები მოინახულა. სავალი ნაწილის საფარი სავალალო მდგომარეობაშია. მოქალაქეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ გაფუჭებული გზები მათ ავტომანქანებს აზიანებს.


სანდრა რულოვსის განცხადებით, მაშინ, როდესაც ბიუჯეტის 1/3 წილი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე იხარჯება, 7 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი ზუგდიდში გზების სრულად მოსაწესრიგებლად. მისი თქმით, საბიუჯეტო თანხები გამოიყენება არა მოქალაქეების პრობლემების გადასაჭრელად, არამედ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.