გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სანდრა რულოვსმა სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები მოინახულა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები მოინახულა.

ისინი გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობენ. არ აქვთ შემოსავლის წყარო და სამუშაოს ვერ შოულობენ. ერთ-ერთი მათგანი მრავალშვილიანი მარტოხელა დედაა და ოჯახის სარჩენად აღებულ საბანკო სესხებს ვერ იხდის. სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველებზე და დევნილებზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია და ქალაქის ბიუჯეტი მათი პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.