გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სანდრა რულოვსის შეხვედრა სოფელ კახათში

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, სოფელ კახათში, ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიებას მასთან ერთად ანტისაოკუპაციო მოძრაობის ''ძალა ერთობაშია'' წარმომადგენლები დავით ქაცარავა და ლაშა ბერულავა ესწრებოდნენ.


დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის საქართველოს ისტორიულ ბრძოლაზე და ოკუპანტის მიმართ ივანიშვილის ხელისუფლების ლოიალურ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებმა კახათელ ახალგაზრდებს გორის რაიონის სოფლებთან საზოგადოებრივი მონიტორინგის მათეული გამოცდილება გააცნეს და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.