გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სანდრა რულოვსის მიმართვა გიორგი შენგელიას

მივმართავ ივანიშვილს და მის მიერ დანიშნულ კანდიდატს.

თქვენ მიწვევდით საარჩევნო დებატებზე ერთ კონკრეტულ არხზე, მე კი გთავაზობთ დისკუსიას ღია სივრცეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან ერთად და ფართო მედიის სპექტრის დასწრებით.

მე არ ვიცი, რატომ მიიჩნევთ ასეთ დისკუსიას დაპირისპირების მცდელობად, როგორც ნათქვამია თქვენ ცენტრალურ ოფისში დაწერილ განცხადებაში. ეტყობა, ივანიშვილს და თქვენც ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ აქ არის მაღალი ინტელექტისა და კულტურის მქონე ევროპული საზოგადოება. აქ გამორჩეულად იციან განსხვავებული აზრის პატივისცემა და ერთმანეთის მოსმენა და მოთმენაც.

გელოდებით 16 მაისს, 17:00 საათზე განმუხურის ამფითეატრში.


არაფერი გვექნება გადასახდელი, რადგან იქაურობას პატრონი არ ჰყავს.და კიდევ ერთი - თქვენ ამბობთ, მშვიდობა მინდა და კეთილდღეობა. ვის არ უნდა? მაგრამ მშვიდობა არ იქმნება ქუჩაში კრიმინალების დაბრუნებით, მოქალაქეებზე ძალადობითა და მოსყიდვით, პედაგოგებზე ზეწოლით, რასაც შარშან შეეწირა ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის სიცოცხლე. თქვენი ''მშვიდობა'' კი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. დაცლილი სოფლები, ემიგრაციაში წასულებზე მონატრებული სახეები და უამრავი აბრა - სახლი იყიდება. ასე იშლება ოდა-ბადე. რაც შეეხება კეთილდღეობას, 7 წელიწადია, ამას ელოდება ხალხი თქვენგან, მაგრამ სადაა?


ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება, ძალა ერთობაშია!