გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სანდრა რულოვსი ზუგდიდში შეხვედრებს განაგრძობს

ადგილობრივებთან შეხვედრებს განაგრძობს გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ზუგდიდის მერობის კანდიდატი. სანდრა რულოვსი, თავისუფლების ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გამარჯვების შემდეგ, მოსახლეობას ჰპირდება. ყურადღება გამახვილდა ლაზიკას მნიშვნელობაზე. სანდრა რულოვსის თქმით, ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებთან მუშაობის შედეგად, ახალი ქალაქი აშენდება, სადაც ასიათასობით ადამიანი დასაქმდება. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ადგილობრივებმა ეკონომიკურ სიდუხჭირესა და უმუშევრობის პრობლემებზეც ისაუბრეს. შეხვედრას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.