გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სანდრა რულოვსი ზუგდიდის აგრარულ ბაზარს ეწვია

ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის აგრარულ ბაზარს ეწვია და მოვაჭრეებსა და მყიდველებს გაესაუბრა.
გლეხების თქმით, დღითიდღე იზრდება გაჭირვება. მოქალაქეები უკვე თანხას საკვებზე ზოგავენ, არ არის სამუშაო ადგილები.

სანდრა რულოვსის განცხადებით, მერად არჩევის შემდეგ ის იმ პროექტების განხორციელებას აპირებს, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას. მერიაში კორუფციის აღმოფხვრის შედეგად კი დაიზოგება მილიონობით ლარი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის.