გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სანდრა რულოვსი სოფელ შამგონაში იმყოფებოდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. სანდრა რულოვსი ამჯერად სოფელ შამგონაში იმყოფებოდა. ''ძალა ერთობაშიას" წევრებმა ადგილობრივებს საკუთარი პროგრამა გააცნეს. მერობის კანდიდატმა, სოფლად მცხოვრები ადამიანების პრობლემები მოისმინა. როგორც შეხვედრისას სანდრა რულოვსთან საუბრისას აღნიშნეს, დასაქმება და სოციალური სიდუხჭირე სოფელ შამგონაში თითოეული ოჯახის პრობლემაა. მათივე თქმით, დღემდე მოუგვარებელია გაზიფიცირებისა და ინსფრასტრუქტურული საკითხები. ზუგდიდის მერობის კანდიდატი, მისი გამარჯვების შემდეგ, მოქალაქეებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. ადგილობრივებს სიტყვით მიმართა ზაალ უდუმაშვილმაც. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ზუგდიდის არჩევნებს 5 ათასამდე ჩამოსული სტუმარი დააკვირდება, რაც ხმების დაცვის გარანტი იქნება. მისი თქმით, დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ოპოზიციას საშუალებას მისცემს თითოეული ხმა მაქსიმალურად დაიცვას და ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაყალბების საშუალება არ მისცეს.