გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სანდრა რულოვსი სოფელ ნაცატუს მოსახლეობას შეხვდა

ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა სოფელ ნაცატუს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო.

საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს, ჩინოვნიკების კორუფციასა და გაზრდილ კრიმინალს. მოქალაქეების განცხადებით, ადამიანები ზუგდიდს სამუშაოსა და პერსპექტივების არ არსებობის გამო მასიურად ტოვებენ.

სანდრა რულოვსის განცხადებით, დღეს საქართველო გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ხელისუფლება ხალხს უნდა დაუბრუნდეს, რაც საქართველოს განვითარების წინაპირობა იქნება.


უგულავას თქმით, 19 მაისს ივანიშვილის მარცხი გაფორმდება, ვინაიდან ამ ხელისუფლებას ვადა გაუვიდა.