გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სანდრა რულოვსი ნეიროგანვითარების ცენტრსა და დღის ცენტრში "ნერგები" იმყოფებოდა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ნეიროგანვითარების ცენტრსა და დღის ცენტრში "ნერგები" იმყოფებოდა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ინტეგრაციისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები ხორციელდება. სანდრა რულოვსი, თავისი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით, ქალაქ ზუგდიდში მდებარე ამ ცენტრებს წლების მანძილზე ეხმარებოდა.


"აუცილებელია ასეთი ცენტრების გაფართოება, რათა სერვისი მეტი შშმ პირისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ასევე, ეს სახლები ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს უნდა ემსახურებოდნენ" - სანდრა რულოვსი