გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სანდრა რულოვსი კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი განაგრძობს კარდაკარის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრას.

გუშინ შეხვედრები ძველ აბასთუმანში, ჯუმსა და ახალსოფელში გამართა. მასთან ერთად იყვნენ გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები. ამომრჩეველს მიაწოდეს კანდიდატის პროგრამის ძირითადი ასპექტები, რომელიც ლაზიკის მშენებლობას და ბიუჯეტის თანაბრად გადანაწილებას გულისხმობს, ასევე მათ ისაუბრეს ხმების დაცვის უპრეცედენტო მექანიზმზე, რომელიც გაერთიანებულმა ოპიზიციამ შეიმუშავა.