გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სამადაშვილი: განვლილი 4 წელი საქართ ელოს ევროინტეგრაციის გზაზე ფუჭად დაკარგული იყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, განვლილი 4 წელი საქართ ელოს ევროინტეგრაციის გზაზე ფუჭად დაკარგული იყო. "სამწუხაროდ ის, რაც მოხდა ოცნების მმართველობის პერიოდში, არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ახალი ხელისუფლება წარმატებული აღმოჩნდება. ჩვენ ვნახეთ რომ გასული 4 წელი სრულიად ფუჭად იყო დაკარგული ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში. საზოგოადება დღესაც ელოდება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას, რომელსაც ჩვენ დღემდე ვერ მივაღწიეთ, სწორედ თქვენს მიერ დაკარგული დროის გამო. ფაქტობრივად შეუძლებლად იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა. ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა დღეს სიღატაკეში ცხოვრობს, რადგან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ გადმოგილოცეთ, ფარატინა ქაღალდად დარჩა. დღეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია ის სუბიექტები, რომლებიც ღიად ლობირებენ ანდიტადასვლურ კურსს და აშკარად ამბობენ რომ ქვეყანა არ უნდა გაწევრიანდეს ნატო-ში. მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ მიმართულებით, ისევე როგორც სხვა მიმართულებებით, უმწავევს ოპონირება ს გაგიწევთ."