გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სამაცივრე მეურნეობის განვითარება

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ეწყობა ახალი სამაცივრე კომპლექსები, მათ შორის, ახლახან ავჭალაში გაიხსნა ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი მაცივარი. ავჭალის შემნახველი მაცივრის ტევადობა 8 000 ტონაა. აქ, დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია 50 ადგილობრივი, თუმცა სრულად დატვირთვის შემთხვევაში, კიდევ 150 ადამიანის დასაქმება იგეგმება. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე ავჭალის მაცივრის მსგავსი 40 000 ტონის ტევადობის მაცივრები გაიხსნა. სამაცივრე მეურნეობის განვითარება, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებასა და დაასაქმებს კიდევ უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს.