გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთ

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან მომავალი წლის ბიუჯეტის დეტალები განიხილა თარიღი: 7.11.2011 ადგილი: თბილისი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საქართველოს პრეზიდენტი დღეს საპარლამენტიო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 2012 წლის ბიუჯეტი იყო, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონების განვითარების აუცილებლობის საკითხიც დააყენა და განაცხადა, რომ მომავალი წელი სრულიად ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების წელიწადი იქნება. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ 2012 წლის 26 მაისს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება ქუთაისში, რის შემდეგაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საბოლოოდ გადავა ამ ქალაქში. საქართველოს პრეზიდენტმა კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისა და ტექნიკური სკოლების შექმნის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება... იხ. დეტალურად კურიერის სიუჟეტში