გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სადრენაჟო არხების აღდგენა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მაგისტრალური სადრენაჟო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სადრენაჟო არხის გამართვის შემდეგ, 200 ოჯახი საკუთრებაში არსებული 150 ჰექტარი მიწის დამუშავებას შეძლებს. სადრენაჟო არხებისა და სარწყავი სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ახალი სამთავრობო პროგრამის - „მეტი სარგებელი ხალხს" ფარგლებში, სადრენაჟო სისტემა 35 000 ჰექტარზე მოეწყობა.