გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

პრემიერ-მინისტრი თეთრიწყაროში

საქართველოს პრემიერ--მინისტრი ვანო მერაბიშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრებ ბექაურების ოჯახს ესტუმრა და ოჯახის მცირეწლოვან წევრებს - 4 წლის თამარსა და 3 წლის გიორგის, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები პირადად გადასცა. ბექაურების ოჯახის უფროსმა, ბატონმა გივიმ და მისმა მეუღლემ, ქალბატონმა თამარმა, საპენსიო ასაკის მოქალაქეთათვის განკუთვნილი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები რამდენიმე დღით ადრე, პენსიასთან ერთად მიიღეს. ოჯახში სტუმრობის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის თანხლებით, თეთრიწყაროს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ჯეო ჰოსპიტალსი" დაათვალიერა და კლინიკაში მყოფი პაციენტების პრობლემებს გაეცნო. მოგვიანებით მათ სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები და რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. მედპერსონალთან საუბრისას, ვანო მერაბიშვილი ექთნების ანაზღაურებით დაინტერესდა და აღნიშნულ საკითხს დეტალურად გაეცნო