გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის კვირეული

ზუსტად 4 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. შედეგად, ჩვენი ქვეყნის 20% ახლაც ოკუპირებულია. დღეს იწყება რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის კვირეული. ამ თარიღთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, მიხეილ მაჭავარიანმა, პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობისაგან, რადგან საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა არის საკითხი, რაზეც ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ერთიანი.