გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ნიკა მელია სოფელ ხელთუბანში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სოფელ ხელთუბანში გოჩა მარკოზაშვილს ესტუმრა. ოჯახი სოფლის მეურნეობას მისდევდა, ბანკიდან კრედიტი გამოიტანა, მეორნეობა გააფართოვა, მოსავალიც მოჰყავდა და თანასოფლელებიც დასაქმებული ჰყავდა. თუმცა, პანდემიის გამო საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს. საკრედიტო შეღავათის ვადის ამოწურვის შემდეგ ყოველთვიური გადასახადიც მნიშვნელოვნად გაეზარდა და ამის გამო იძულებული გახდა, ნაკვეთი გაეყიდა.

ნიკა მელიამ ხელისუფლებას, მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, საბანკო შეღავათების კიდევ 3 თვით გახანგრძლივებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.