გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ნიკა მელია ოხანაშვილების ოჯახში იმყოფებოდა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ოხანაშვილების ოჯახში იმყოფებოდა და მათ პარტიის გეგმა გააცნო. ოჯახს, რომელსაც სოციალური დახმარება რამდენიმე თვის წინ, გაურკვეველი მიზეზით შეუჩერდა, დავალიანების გამო ელექტრონერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი. მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო ოჯახმა შემოსავლის წყარო დაკარგა, ხელისუფლების დაპირებულ ერთჯერად დახმარებას კი ვერ იღებს, რადგან დავით ოხანაშვილი ვერ ამტკიცებს, რომ თვითდასაქმებული იყო.

ვისთანაც გვაქვს შეხება, ვეხმარებით, მაგრამ 2 მილიონ 700 ათას ადამიანს ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები ვერ გაწვდებიან. ამისთვის არის ხელისუფლება, თან მილიარდიანი ხელისუფლება, რომ ეს პრობლემები ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ" - ნიკა მელია.