გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ნიკა მელია ევროპარლამენტარების წერილს ეხმაურება

ნიკა მელია ევროპარლამენტარების წერილს ეხმაურება, სადაც ევროპელი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს ია კერზაიას საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვენ.

“მტკიცედ მჯერა, რომ ვერც ერთი რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ვერც ერთი გენინსპექციის თანამშრომელი დამოუკიდებლად, განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ვერ გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა, აქ თავიდან ბოლომდე ბატონი გახარია რომ არ ყოფილიყო ჩართული. ადამიანი, რომელიც კურირებდა არჩევნებს შარშან სამეგრელოში. ეს ჩემთვის არის უდავო საკითხი. ამიტომ, ევროპარლამენტარების ეს წერილი შეიძლება განვიხილოთ შემდეგნაირად - პრაქტიკულად, გახარიას ეუბნებიან, რომ შენი ნებით, ხელბორკილები დაიდე საკუთარ ხელებზე. გახარია ამას თავისით არ გააკეთებს, მაგრამ აუცილებლად გააკეთებს შემდეგი ხელისუფლება. მე ამაში დარწმუნებული ვარ“ - ნიკა მელია