გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, სოფელ ტოლებში მოშიმშილეები მოინახულეს

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ზურაბ მელიქიშვილი, ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტოლებში იმყოფებოდნენ. მოსახლეობა , ადგილობრივი ხელისუფლების და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც სოფელში არსებული მდინარიდან ქვა-ღორღილის მოპოვებაზე ლიცენზიაა გაცემული, ეს სამუშაოები საფრთხეს უქმნის მდინარეზე გაკეთებულ გაბიონებს და იქვე მცხოვრები ოჯახების კარ-მიდამოებს. სოფლის მცხოვრებლებმა ამ სამუშაოების შესაჩერებლად, პროტესტის უკიდურეს ზომას შიმშილობას მიმართეს . ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, იგი მოუწოდებს ხელისუფლებას დაინტერესდეს ამ ფაქტით და შეჩერებულ იქნეს ეს სამუშაოები, იქამდე სანამ არ იქნება მოსახლეობის ინტერესი სრულად გაზიარებული.