გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

მოსახლეობასთან შეხვედრები მარნეულში

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ლიდერები გრიგოლ ვაშაძე, ზურაბ მელიქიშვილი და აზერ სულეიმანოვი მარნეულის მერობის კანდიდატ აგილ მუსატაფაევთან ერთად საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ.


ამჯერად სოფელ სავირქენდის, ახლომახმუდლოს, ბაილარისა და ყიზილაჯლოს ესტუმრნენ, სადაც მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. ადგილობრივების თქმით მთავარი პრობლემა მძიმე სოციალური ფონია, სამუშაო ადგილები არ არის და ახალგაზრდები სოფლებს მუდმივად ტოვებენ.


შეხვედრის მონაწილეებს მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა გააცნო, სადაც აქცენტი ახალგაზრდების დასაქმებაზე კეთდება, ასევე
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აგილ მუსტაფაევი ახალგაზრდული ინიციატივების ხელშემწყობ ფონდს შექმნის.