გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

მილიონი ლარი ქობულეთის სოფლების წყალმომარაგებისთვის - წლებია, მოსახლეობა წყალს მდინარიდან ეზიდება

მილიონი ლარი ქობულეთის სოფლების წყალმომარაგებისთვის - წლებია, მოსახლეობა წყალს მდინარიდან ეზიდება.

ოჩხამურის, წყავრულას, ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მდინარის წყლით რეცხავენ ჭურჭელსა და სარეცხს. ონკანში წყალი იშვიათად მოდის და ისიც სასმელად გამოუსადეგარია.

დღეს, დაბა ოჩხამურის მოსახლეობამ ქობულეთის მერიასთან აქცია გამართა. ხმაური შენობაში საათზე მეტხანს გაგრძელდა.

როგორც ირკვევა, სოფლების წყლის უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ ახალი, მერვე ტენდერი უნდა გამოაცხადოს. ტენდერისთვის თანხის გამოყოფამდე ადგილობრივი ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, სად წავიდა უკვე გამოყოფილი ოთხი მილიონი ლარი, რატომ არ მოდის სასმელი წყალი ონკანებში და როდემდე უნდა გაიარონ ადგილობრივებმა კილომეტრობით გზა სასმელი წყლის მოსაპოვებლად.