გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

კობა ნაყოფიას კითხვა ლევან იზორიას

მეგობრებო ჭორაობა ის კი არაა, როდესაც გამოითქმება კრიტიკული კითხვები, არამედ პასუხები, რომლებიც ჩვენი კოლეგებისგან მოვისმინე.

როგორც ცნობილია ქართული ჯარი მარაგდება უხარისხო ჩინური ფეხსაცმელით, თან იმ კომპანიის გამოყენებით, რომელიც დიდი ხანია არღვევს სატენდერო პირობებს, მაგრამ მაინც ინარჩუნებს სამ მილიონამდე ლარის კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრომ მოიტყუა, რადგან დოკუმენტურად დგინდება, რომ ამ უხარისხო ფეხსაცმლის შეძენა მოხდა თქვენი მინისტრობის დროს, ამაზე ველოდები განმარტებას.

დღეს რა მდგომარეობაშია ჩვენი საბრძოლო ტექნიკა და არის თუ არა ის ტექნიკურად გამართული, გვითხარით რამდენი პროცენტია გაუმართავი და რატომ?

არსებობს თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის გეგმა, როგორც ვიცით დღევანდელი მდგომარეობით, საბრძოლო ტექნიკა მოძველებულია, ანუ პოტენციურ მტერს, რუს ოკუპანტს უნდა ვებრძოლოთ ისევ რუსული ტექნიკითა და იარაღით? რაც წინასწარ გვაყენებს წამგებიან პოზიციაში. თუ მოდერნიზაციის გეგმა არსებობს, მაშინ წარმოგვიდგინეთ.