გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ჯარჯი დოლიძე ვაშლიჯვარში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯარჯი დოლიძე ვაშლიჯვარში გელოვანის 4-ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. როგორც შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, მათ უკვე წლებია არანაირი საცხოვრებელი პირობები არ აქვთ. ისინი მთავრობისგან მათი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც გამარჯვების შემდეგ ქართულ ოცნებას დევნილებისთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები უნდა შეექმნა. ჯარჯი დოლიძემ დევნილებს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეეხება და გამარჯვების შეთხვევაში დახმარებას დაჰპირდა.