გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ივანიშვილის მიერ დაქირავებული ჯგუფები, უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედებენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ივანიშვილი და მისი მთავრობა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უკრაინაში სპეციალურად მომზადებულ ჯგუფებს გზავნის, რათა მათ ადგილზე დესტაბილიზაცია მოახდინონ. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა. „მინდა გუშინ, "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოვეხმაურო, სადაც ყველასთვის გასაგებად იყო გაშუქებული "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მავნებლობა. რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით ივანიშვილის რეჟიმი ახდენს დაქირავებული ორგანიზებული ჯგუფების რეკრუტიორებას და ანაზღაურების სანაცვლოდ უკრაინაში, კერზოდ ოდესაში აგზავნის ადამიანებს, რომლებთაც ევალებათ აქციების მოწყობა და რუსულ ტელეარხების თოქშოუებში მონაწილეობა ოდესის გუბერნატორის წინაარმდეგ. საქართველოს ხელისუფლება არაერთგზისაა შემჩნეული რუსეტის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, რაც გამოიხატება მათი მხრიდან რუსი ჯაშუშეის გათავისუფლებაში და თუნდაც ქართველი ხალხის ზურგსუკან "გაზპრომთან" მოლაპრაკებაში. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ფრონტის ხაზზე იცავენ უკრაინის საზღვრებს, ხოლო მეორე ნაწილი აქტიურად მუშაობს რეფორმების გატარებაზე, ივანიშვილის რეჟიმიცდილობს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვას და თანამშრომლობს არა უკრაინული ხალხის ინტერესების დამცველ ხალხთან არანედ ორივე ქვეყნის ოკუპანტთან. რუსული პროექტის განხორციელებას სათავეში უდგას ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. ესაა ადამიანი, რომელიც ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით მუშაობდა ქართულ ოცნებასთან და ფაქტების ფალსიფიკაციას ახდენდა. შემდეგ კი, სწორედ ამ დამსახურებისთვის, ეს ადამიანი შშს- ს გენინსპექციაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. მასთან ერთად დაინიშნა ვარლამ ხათრიძეც რაც კითხვებს აჩენს - რა დამსახურებისთვის მოხვდა ის ამ თანამდებობაზე. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაზე ზრუნავდეს, ისინი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ახორციელებენ და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. „