გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ინტელექტუალური თამაში "პოლიტიკა" გვინდა გაცნო

ინტელექტუალური თამაში "პოლიტიკა" გვინდა გაცნობოთ, რომ 3 დეკემბრიდან, ტელეკომპანია "კავკასიაზე" პოლიტიკური თამაშების მე-3 სეზონი იწყება, რომელშიც ერთი არასამთავრობო და 11 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ცხადია, ჩვენი ახალგაზრდული ფრთაც; პროექტის ორგანიზატორები: "ახალგაზრდული ფორუმი" და "საერთაშორიო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI); აღნიშნული პროექტი ხორციელდება "იუესაიდის" მხარდაჭერით; პროექტის აღწერა: ორი გუნდი ("პარტია") ეჯიბრება ერთმანეთს პოლიტიკურ დებატებში კონკრეტული თემების გარშემო. ერთი დიდი თემიდან ( მაგ.: საერთაშორისო ურთიერთობები ) ამორჩეული იქნება კონკრეტული თემა ( მაგ.: საქართველოსა და ნატოს ურთიერთობები ). გამარჯვებული თემა (გუნდი) გამოვლინდება ფარული არჩევნების გზითა და ექსპერტების სანქციით; პროექტი ხელს უწყობს პოლიტიკოსთა ახალი თაობის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, მეგობრებო, მოდი, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს გუნდს და ვუსურვოთ მათ უპირობო წარმატებები! ძალა ერთობაშია!