გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

გრიგოლ ვაშაძე საფრანგეთისა და პოლონეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის ''ძალა ერთობაშია'' ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საფრანგეთის ელჩს, პასკალ მენიეს და პოლონეთის ელჩს, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.

გრიგოლ ვაშაძემ ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციებულ ოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტებზე. გრიგოლ ვაშაძემ ასევე ისაუბრა დავით კირკიტაძის მიმართ მიმდინარე პოლიტიკურ დევნაზე.