გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

გრიგოლ ვაშაძე ჰოლანდიის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის ''ძალა ერთობაშია'' ლიდერი გრიგოლ ვაშაძე განაგრძობს შეხვედრებს საქართველოში აკრედირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

''დღეს, ჰოლანდიის ელჩს იოს დოუმას შევხვდი, რომელსაც ინფორმაცია მივაწოდე ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციასა და ოკუპაციის ხაზის გადმოწევის ფაქტებზე. ასევე ვისაუბრეთ დავით კირკიტაძის მიმართ მიმდინარე პოლიტიკურ დევნაზე'' - გრიგოლ ვაშაძე