ვიდეო გალერეა
გრიგოლ ვაშაძე და ბადრი ბასიშვილი სოფელ ტირძნისში იმყოფებოდნენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბადრი ბასიშვილი სოფელ ტირძნისში იმყოფებოდნენ, სადაც სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, მოსავალი სეტყვამ სრულად გაანადურა. შესაბამისად, ერთადერთი საარსებოს გარეშე არიან დარჩენილები. გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, სეტყვით დაზარალებული მოსახლეობისთვის, კომპენსაციის სახით, გარკვეული თანხა გამოყოს.