გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

გიორგი კანდელაკი: სუს-ის უფროსის მოადგილე ოკუპანტ ქვეყანაზე მუშაობს

კანდელაკი: სუს-ის უფროსის მოადგილე ოკუპანტ ქვეყანაზე მუშაობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნი ოკუპანტ ქვეყანაზე მუშაობს და ანტიდასავლური აგიტაციითაა დაკავებული. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ გამოავლინა და წარმოადგინა ის ზიანი, რომელსაც „ქართული ოცნება“, სხვადსხვა სფეროებში, ჩვენს ქვეყანას აყენებს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ეროვნული უსაფრთხოების სფეროს. უფრო კონკრეტულად კი, სულ წოტა ხნის წინ, ჩვენ მტკიცებულებები წარმოვადგინეთ, რომელიც ადასტურებს რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილი საბჭოთა კავშირის კგბ-ს ნომენკლატურაში მუშაობდა, კერძოდ ის კომპარტიის აგიტაცია-პროპაგანდის გამგე და კომპარტიის ცეკას ინსტრუქტორი იყო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ფაქტი საკუთარ განცხადებაში არ უარყო. ანუ გამოდის, რომ ჩვენი უშიშროების სამსახურის საკვანძო თანამდებობის პირი, რომელსაც ყველა საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა აქვს, კგბ-ს თანამშრომელი იყო და დიდი ალბათობით დღეს ოკუპანტ სახელმწიფოზე მუშაობს. ჩვენი ინფორმაციით, მჭედლიშვილია დაკავებული რუსული პროპაგანდის და ამ პროპაგანდის სახელმწიფო დაფინანსების კოორდინაციით, რომლებიც ანტიდასავლურ და მაშასადამე ანტიქართულ შხამს ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ ეს მედიასაშუელებები, აქტიურობდნენ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდო კადრების გავრცელებაში (ის, რომ ამ მედიასაშუალებებს სახელმწიფო აფინანსებს, ცოტა ხნის წინ, ევროპის საბჭომაც დაადასტურა). ამ სიბინძურის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი არის იმ ვითარების გადაფარვა, რომელშიც ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა. ჩვენ გუშინ კომპლექსური რეფორმის გეგმა წარმოვადგინეთ, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ პოლიტიკური პოლიციის გაუქმება, რომელიც სუს-ის შემადგენლობაშია, აღვადგინოთ კონტრდაზვერვითი საქმიანობა და ამ და სხვა რეფორმებსაც რა თქმა უნდა გაატარებს ახალი მთავრობა ოქტომბრის შემდეგ“ - განაცხადა კანდელაკმა.