გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

გიორგი გაბაშვილის შეკითხვა

გიორგი გაბაშვილი: „წინა ხელისუფლების დროს არსებობდა შეთანხმება ქართული კულტურული, ისტორიული ძეგლების - ოშკისა და იშხანის აღდგენის თაობაზე. ამის სანაცვლოდ საქართველო, მის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე, ბათუმში აღადგენდა ე.წ აზიზიეს მეჩეთის ასლს. მოგახსენებათ, ეს არის ორსართულიანი ხის მეჩეთი. ჩვენს მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე, შეთანხმების მიხედვით, ქართული ძეგლების აღდგენაში მონაწილეობას მიიღებდნენ ქართველი ექსპერტები.თქვენ ახლა ჩამობრძანდით თურქეთიდან და ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადება, რომ შეთანხმება მიღწეულია. ჩვენ გვაინტერესებს დეტალები. შეიცვალა თუ არა რაიმე იმ შეთანხმებაში, რაც მიღწეული იყო წინა მთავრობის დროს და თუ შეიცვალა რა არის ეს დეტალები - რა დაემატა ამ შეთანხმებას? "