გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

გიორგი ბარამიძის გამოსვლა 07/03/2013

7 მარტს პარლამენტმა 96 ხმით, ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. 19-პუნქტიანი დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმების შედეგია. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში ასახულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შენიშვნები, მათ შორის, იმის თაობაზე, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და, ამდენად, საქართველო არ გაწევრიანდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს.