გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ენმ საპენსიო რეფორმებთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპენსიო რეფორმებთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის ინიციატივა, რომელიც წინასწარ აღებულ პენსიებსა და საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის გაუქმებას გულისხმობს, დღეს ზალიკო უდუმაშვილმა ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში მცხოვრებ პენსიონრებს გააცნო. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ნული პროცენტი უნდა იყოს. ასევე, ყველა პენსიონერს, რომელსაც ამ დრომდე პროცენტების სახით დიდი ოდენობის თანხა ჩამოეჭრა, უკან უნდა დაუბრუნდეს.