გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ენმ-ის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჯანელიძე სოფელ ღანირში კარდაკარის ფარგლებში ამომრჩევლებს შეხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჯანელიძე სოფელ ღანირში იმყოფებოდა, სადაც კარდაკარის ფარგლებში ამომრჩევლებს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და გადაჭრის გზებზე ესაუბრა. 
ადგილობრივების ძირითად პრობლემას საფუძვლის და განმარტების გარეშე სოციალური დახმარების მოხსნა და უმუშევრობა წარმოადგენს. ასევე, სოფელს არ აქვს აფთიაქი, სანიაღვრე არხები, გარე განათება. საბავშვო ბაღამდე გადაადგილებისთვის 2-3 ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაც ხარჯებთანაც არის დაკავშირებული.
კანდიდატმა ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო პროგრამა და რაიონის განვითარების გეგმა გააცნო.