გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ხელვაჩაურში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ, ლევან ვარშალომიძემ და საარჩევნო შტაბის უფროსმა ნიკა მელიამ ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. საქართველოს პარლამენტისათვის მიშა ბოლქვაძე, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში ქენან კახიძე იბრძოლებენ. ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის წარმომადგენლებმა მიმართეს და ყურადღება  ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკირ მდგომარეობაზე გაამახვილეს. დავით ბაქრაძემ, ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამაზე და იმ გეგმზე ისაუბრა რომელოც პარტიას აქვს და გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს. ლევან ვარშალომიძემ კი მხარადამჭერებს იმ იმფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას დაპირდა, რომელიც შეჩერებულია და განხორციელების შეკთხვევაში შესაძლებელი იქნება რეგიონის მოსახლეობამ მეტი შემოსავალი მიიღოს.