გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ენმ-ს ლიდერებმა სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატად კობა ნაყოფია წარადგინეს

ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და პარტიის წარმომადგენლებმა სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კობა ნაყოფია წარადგინეს. დავით ბაქრაძემ შეკრებილ მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი გააცნო. მან ყურადღება დასაქმებაზე, პენსიის ორმოცდათი ლარით მატების შესაძლებლობასა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე გაამახვილა. პარტიის კანდიდატი კობა ნაყოფია ადგილობრივებს რაიონის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. ის ამომრჩევლებს გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა და რაიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.