გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ენმ-მ თემქის მაჟორიტარობის კანდიდატად ლერი დემეტრაშვილი წარადგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ თემქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლერი დემეტრაშვილი წარადგინეს. წარდგენაზე მოსახლეობას პარტიის წარმომადგენლებმა საარჩევო პროგრამის სოციალური ნაწილი გააცნეს და აღნიშნეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში პენსია 50 ლარით გაიზრდება, ეკონომიკური დანაშაულის შემთხვევაში კი, სასჯელი მაქსიმალურად შემსუბუქდება. დემეტრაშვილი მოსახლეობას ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა.