გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ენმ-ის ლიდერების შეხვედრა ახალგაზრდებთან

კორუფციისა და ნეპოტიზმისგან გათავისუფლება, ევროპული საქართველო, საზღვარგარეთ განათლების მიღების მეტი საშუალება და დასაქმების პროგრამა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და პარტიის წარმომადგენლებმა სალომე სამადაშვილმა, ელენე ხოშტარიამ, ნიკა რურუამ, სერგო რატიანმა და გიორგი კანდელაკმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები. ასევე, პარტიის წარმომადგენლებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი იდეები, ხედვები.