გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ენმ-ის ლიდერები დემოკრატ ცენტრისტთა საერთაშორისო გაერთიანების დელეგაციას შეხვდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის ''ძალა ერთობაშია'' ლიდერებმა გიორგი ბარამიძემ, სალომე სამადაშვილმა და ირაკლი ქავთარაძემ შეხვედრა გამართეს დემოკრატ ცენტრისტთა საერთაშორისო გაერთიანების (CDI) დელეგაციასთან, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ გაერთიანების პრეზიდენტი ანდრეს პასტრანა, გენერალური მდივანი ანტონიო ლოპეს ისტურისი და რეგიონალური კოორდინატორი სესარ როსელო.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმდინარე აქტუალური საკითხები, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და რეგიონალური გამოწვევები. ასევე დასახულ იქნა საერთაშორისო გაერთიანებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის სამომავლო თანამშრომლობის მიზნები.